საცხოვრებელი ფართის ფასები თბილისის უბნების მიხედვით

2017 წლის ბოლოს “ილიაუნი ბიზნეს რევიუმ”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მონაწილეობით მოაწყო თბილისში მეორადი საცხოვრებელი ფართების ფასების კვლევა.

თითოეულ უბანში შეირჩა ათ-ათი ბინა: ორი 1-ოთახიანი, ორი 1,5-ოთახიანი, ორი 2-ოთახიანი, ორი 2,5-ოთახიანი, ერთი 3-ოთახიანი და ერთიც 4-ოთახიანი ბინები. 1 კვ.მ.-ის საშუალო ღირებულების გამოსაყვანად ბინის საბაზრო ღირებულება საცხოვრებელი ფართობზე გაიყო.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ:

– თბილისში მეორადი საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირი ძველი თბილისის უბანსა და ვაკეში ღირს, ყველაზე დაბალი ფასები კი ლილოსა და ფონიჭალაშია.
– რაც უფრო ნაკლებია ბინის ფართობი, მით უფრო მაღალია 1 კვ.მ.-ის ფასი და შესაბამისად, 1-ოთახიან ბინაში 1 კვ.მ. უფრო ძვირია, ვიდრე 4-ოთახიანში.
– ბინის ფასზე მოქმედებს მისი მდებარეობა, ბინის მდგომარეობა, აგრეთვე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; ბინის ფასები განსაკუთრებით მაღალია მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
– ფასები განსაკუთრებით გაზრდილია იქ, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს – ძველი თბილისის უბნებში, აღმაშენებლის გამზირზე…

 

1 კვ.მეტრის საშუალო ფასი (აშშ დოლარში) თბილისის უბნების მიხედვით:
ძველი თბილისი  – 986
ვაკე, ბაგები  – 981
ვერა  – 935
მთაწმინდა, სოლოლაკი  – 865
ვაჟა-ფშაველა, ქავთარაძე  – 837
ჩუღურეთი  – 831
ბახტრიონი, დოლიძე  – 817
საბურთალო  – 816
დიდუბე  – 767
ისანი  – 637
ნუცუბიძის პლატო  – 634
კრწანისი, ორთაჭალა  – 622
ვაშლიჯვარი  – 597
დიღმის მასივი  – 584
მესამე მასივი  – 570
ავლაბარი  – 567
ნაძალადევი  – 546
ავჭალა  – 375
ვარკეთილი  – 537
სამგორი  – 509
მუხიანი  – 485
დიდი დიღომი  – 483
ვაზისუბანი  – 474
გლდანი  – 473
თემქა  – 401
ფონიჭალა  – 381
ლილო  – 234
     
    რეკლამა
   

გვაცნობეთ თქვენი მოსაზრება

Loading...