მშენებლობის ახალი რეგულაციები თბილისში

მშენებლობა

თბილისში მშენებლობის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოების დონის გაზრდას ემსახურება; მათ უნდა უზრუნველყონ მობინადრეთა მაქსიმალური დაცულობა ხანძრის შემთხვევაში; ამიერიდან შენობის მშენებლობისას თითოეულ სადარბაზოში უნდა დამონტაჟდეს კვამლის დეტექტორი და სიგნალიზაციის სისტემა, ხოლო ყოველ სართულზე – ცეცხლმაქრები. გარდა ამისა, სადარბაზოები უნდა მოპირკეთდეს და ბინების კარები დამზადდეს ცეცხლგამძლე მასალით. ასეთმა კარმა ხანძარს მინიმუმ 30 წუთი უნდა გაუძლოს.

თუ შენობა არ იქნება ახალი სტანდარტების შესაბამისად აშენებული, ის ექსპლუატაციაში ვერ შევა. გარდა ამისა, მაღალ შენობებში თითოეულ სადარბაზოში ორი ლიფტი უნდა იყოს. 23 მეტრზე მეტი სიმაღლის სახლებს უნდა ჰქონდეს ორი კიბე, რათა სახლის ბინადრებს შენობიდან ალტერნატიული გამოსასვლელი ჰქონდეთ. 37 მეტრზე მაღალი შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1,2 ათას კილოგრამზე გათვლილი ორი სახანძრო–სამაშველო ლიფტით. 130 მეტრზე მაღალ შენობებს, ამ ლიფტების გარდა, დამატებითი კიბეც უნდა ჰქონდეს.

მაღალსართულიანი შენობების მიმართ მოთხოვნა ასეთია, რომ მათ ხანძარს სულ ცოტა სამი საათი უნდა გაუძლოს. იკრძალება შიგნით და ისეთი მასალების გამოყენება, რომლებიც ადვილად აალებადია და ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს.

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ახალი სტანდარტები უძრავ ქონებას გააძვირებს. ახალი რეგულაცების შემდეგ ერთი კვადრატული მეტრის ფასი შეიძლება 20–დან 60 ლარამდე გაიზარდოს.

     
    რეკლამა
   

გვაცნობეთ თქვენი მოსაზრება

Loading...